საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დისკუსია ქალთა საკითხებზე
2016/02/19 19:55:00

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის გენდერის ქვე-კლუბის მიერ სოფელ ყუმისთავის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მომართვის საფუძველზე, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ორგანიზება გაუკეთდა დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამიზნე აუდოტორიის ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და მისი პრევენციის საკითხების შესახებ. ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გადმოცემულია ქალთა უფლებების უხეში დარღვევის, ოჯახში ძალადობის ფაქტები და მასთან დაკავშირებული თანმდევი პრობლემები.

 

დისკუსია ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია