საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კოალიცია საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ადაპტირებას სასამართლოში ითხოვს
2016/02/18 18:43:11

2016 წლის 17 თებერვალს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში გაიმართა პროცესი კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ მომზადებულ სარჩელზე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ.


კოალიცია ასაჩივრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ გამოტანილ ორ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნული აქტებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უარი ეთქვათ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ადაპტირებაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის გულგრილობის გამო მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ არაადაპტირებულ საცხოვრებელ კორპუსში და ექვემდებარებიან არაჰუმანურ ღირსების შემლახავ ყოფას, მოკლებული არიან შესაძლებლობას სხვათა თანასწორად ისარგებლონ კანონმდებლობით გარანტირებული სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, სხვათა თანასწორად იქონიონ კონტაქტი გარემოსთან და საზოგადოებასთან.


ვინაიდან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი საქმე სასამართლოს არასოდეს განუხილავს, კოალიციის სარჩელის დაკმაყოფილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არამედ შეიქმნება სამართლებრივი პრეცენდენტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში შშმ პირთა უფლებების და ღირსების დაცვას, სხვებთან თანასწორად.

გადაწყვეტილება საქმეზე გამოცხადდება 2016 წლის 1 მარტს.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის ფარგლებში  კოალიციის მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევას მხარს უჭერს USAID, დასავლეთ საქართველოში პროექტის პარტნიორია  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1714
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია