საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზღაპართოთახში მაკა ხეცურიანი
2016/02/18 18:41:17

შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ზღაპართოთახმა  ახალ ზღაპარს უმასპინძლა. მეზღაპრის ამპლუაში  ქუთაისის აკ.წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციარებული პროფესორი, ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის, ქუთაისის ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი წარსდგა.

 

 ქალბატონმა მაკამ პატარებს  ცნობილი ზღაპარი ,,მაკნატუნა’’ წაუკითხა. ზღაპრის საათი სავსე იყო ემოციებითა და იმპროვიზაციებით. პატარები  განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდნენ მეზღაპრეს და ადაპტური წიგნის საშუალებით პროცესში ზღაპრის გმირებსაც ეცნობოდნენ. ბავშვებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ინტერაქტიული თხრობა და სასიამოვნო შთაბეჭდილებები,  ერთობლივად გადაღებული ხალისიანი ფოტოები, სტუმრის მიერ ბავშვებისათვის გადაცემული საინტერესო საჩუქრები  და მომავალი შეხვედრების სურვილი,  რომელშიც  ქალთა კლუბის წარმატებული ქალბატონები მიიღებენ მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია