საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად
2016/02/18 17:42:58

ღარიბი ადამიანების დაკმაყოფილება ყველაზე რთულია.

 

მიეცით მას რაიმე უფასოდ, ის იფიქრებს, რომ ვიღაც მის გამოჭერას ცდილობს. უთხარით მას, რომ ეს მცირედი ინვესტიციაა, გეტყვის – ამით ბევრს ვერ ვიშოვი. უთხარით მას, რომ თვითონ ჩადოს ცოტა მეტი, გეტყვის, რომ ფული არ აქვს. შესთავაზეთ, სცადოს ახალი ინიციატივა, გეტყვის, გამოცდილება არ მაქვს. უთხარით, რომ ეს ტრადიციული ბიზნესია, გეტყვის, რომ ეს მძიმეა. უთხარით მას, რომ ეს ახალი ბიზნეს-მოდელია, გეტყვის – პირამიდაა. უთხარით მას, გახსნას მაღაზია, გეტყვის – თავისუფლება არ მაქვს. უთხარით, დაიწყოს ახალი ბიზნესი, გეტყვის, რომ არ აქვს მტკიცებულება, რომ ახალი ბიზნესი მოგებას მოიტანს.

 

ღარიბ ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ: უყვართ google-ში ძრომიალი, მეგობრების მოსმენა, ისეთი ბიზნესტიპაჟების, როგორებიც თვითონ არიან. ისინი იძირებიან ფიქრებში უფრო მეტად, ვიდრე უნივერსიტეტის პროფესორი და აკეთებენ იმაზე ცოტას, ვიდრე ბრმა.

 

უბრალოდ, ჰკითხეთ მას, რა შეუძლია? ის არ გიპასუხებთ.

 

ჩემი დასკვნა: იმის ნაცვლად, რომ ითხოვო გულით, არ სჯობია, რომ გული ჩქარა გიფეთქავდეს უბრალოდ იმიტომ, რომ თავად მოქმედებ ცოტა უფრო ჩქარა? იმის ნაცავლად, რომ ფიქრებში გაატარო დრო, არ ჯობია, გააკეთო ის, რაზეც ფიქრობ?

 

ღარიბი ადამიანები ითმენენ წარუმატებლობას ერთი რამის გამო: ყოველი მათგანის ცხოვრება მოლოდინში მთავრდება.

 

ჯეკ მა, კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებელი

  


თარგმანი (ი.ბ.)

წყარო: http://comments.az/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 44679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია