საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარს დაბადების დღე მისივე ლექსების კრებულით მიულოცა
2016/02/18 15:55:02

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საფიჩხიის მაჟორიტარ ნიკოლოზ ლატარიასა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან ერთად წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა. პანსიონატს ქალაქის მერის მიერ დაპირებული საცხობი ღუმელი გადაეცა საჩუქრად. ქუთაისის მერმა პანსიონატის ერთ -ერთ ბენეფიციარს 86 წლის ნელი ბაკურაძეს დაბადების დღე მიულოცა. ნელი ბაკურაძე ლექსებს წერს, შოთა მუღულია მას რამდენიმე კვირის წინ კრებულის გამოცემას დაპირდა. დანაპირები დღეს იუბილეზე, სიურპრიზის სახით გადასცა. 


„ჩვენ პანსიონატის ხშირი სტუმრები ვართ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც აქ ცხოვრობენ. გასულ წელს პანსიონატისთვის ის ტექნიკა შევიძინეთ, რომელსაც საჭიროებდნენ. წელს მათ მოითხოვეს საცხობი ღუმელი, რომელიც დღეს გადავეცით საჩუქრად. ჩემთვის ასევე ორმაგად სასიამოვნოა აქ სტუმრობა რადგან ერთ-ერთ ბენეფიციარს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოვუწყვეთ“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია