დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეტიკეტის 17 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ის, რაც აუცილებლად გამოგადგებათ
2016/02/18 15:37:26

თანამედროვე სამყაროში ეტიკეტის ელემენტარული წესების არცოდნა საზოგადოებისთვის მიუღებელია. ჩვენ აქტუალურ წესებს გთავაზობთ, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს.

 

 

 


 

 

 

1. არ მიხვიდეთ სტუმრად წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ერთი ბრიტანელი ლედი ამბობდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლისას ის ფეხსაცმელს იცვამს და ხელში ქოლგას იღებს. თუ მოსულ ადამიანთან საუბარი სურს, ის ამბობს:“რა კარგია, მეც ახლა მოვედი!“, ხოლო თუ სტუმარი არ „მოსწონს“, ამბობს:“რა სამწუხაროა, წასვლას ვაპირებ“.

2. არასდროს გააშროთ ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში– არც ოფისში და არც სტუმრად ყოფნისას. ის უნდა დაკეცოთ, ან სადმე დაკიდოთ.

3. ჩანთა მუხლებზე, ან სკამზე, რომელზეც ზიხართ არ უნდა დაიდოთ. პატარა კლატჩი შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, ხოლო დიდი ჩანთა სკამის საზურგეზე უნდა ჩამოკიდოთ, ან იატაკზე დადოთ.

4. მამაკაცმა არ უნდა ატაროს ქალის ჩანთა, მოსასხამი კი, მხოლოდ იმისთვის, უნდა აიღოს, რომ გასახდელამდე მიიტანოს.

5. საშინაო ტანსაცმელი– შარვალი და სვიტერი არის. ხალათი კი, იმისთვისაა განკუთვნილი, რომ დილით აბაზანამდე მიხვიდეთ.

6. მას შემდეგ, რაც ბავშვს საკუთარ ოთახში გადაიყვანთ, მასთან შესვლამდე დაკაკუნება ისწავლეთ. მაშინ, თქვენს საძინებელში შესვლისას ისიც ასე მოიქცევა.

7. ქალს უფლება აქვს შენობაში ქუდი არ მოიხადოს და ხელთათმანები არ გაიხადოს.

8. საერთაშორისო პროტოკოლით სამკაულების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13–ს ( საიუველირო ღილებიც ითვლება). ხელთათმანებზე ბეჭდებს არ იკეთებენ.

9. თუ წარმოთქვამთ ფრაზას „მე გეპატიჟებით“, ეს იმას ნიშნავ, რომ თქვენ იხდით. თუ ქალი საქმიან პარტნიორს რესტორანში ეპატიჟება, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონვე იხდის. და თუ მამაკაცი ამბობს, რომ ანგარიშს ის დაფარავს, ქალი შეიძლება დათანხმდეს.  

10. ლიფტში პირველი მამაკაცი შედის, მაგრამ პირველი ის გამოდის, ვინც კარებთან ახლოსაა.

11. ავტომობილში ითვლება პრესტიჟულად თუ მძღოლის უკან დაიკავებთ ადგილს. მამაკაცი ქალთან ახლოს ჯდება და მას გადმოსვლაში ეხმარება. თუ მამაკაცია საჭესთან, ქალი, მის უკან უნდა იჯდეს. მაგრამ მას კარი მაინც მამაკაცმა უნდა გაუღოს. ბოლო დროს ამ წესის შესახებ ყველას ავიწყდება და მამაკაცები ფემინისტების დევიზს იყენებენ:“ბიზნესში ქალი და კაცი არ არსებობს“.

12. საკუთარი დიეტის შესახებ ხმამაღლა საუბარი და მით უმეტეს სტუმრად ყოფნისას მომზადებულ კერძებზე ამ მიზეზით უარის თქმა, ცუდ ტონად ითვლება. დასახლისის კულინარიული ნიჭი აუცილებლად უნდა აქოთ. იგივე სიტუაციაა ალკოჰოლთან. არ არის საჭირო მოუყვეთ ყველას რატომ ვერ სვამთ.

13. თემები ტაბუ– პოლიტიკა, რელიგია, ჯანმრთელობა, ფული. თუ ვინმე გეკითხებათ რამდენი მიეცით ამ კაბაში, პასუხს თავი აარიდეთ.

14. არ ელაპარაკოთ სხვებს შენობით. იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანს კარგად იცნობთ, ოფისში თქვენობით მიმართეთ. გამონაკლისია თუ თანატოლები, ან საუკეთესო მეგობრები ხართ.  

15. არ შეიძლება ჭორაობა და საკუთარ ქმარზე ცუდად საუბარი. თუ ის ისეთი აუტანელია, რატომ არ ეყრებით?

16. კინოში ან თეატრში, სკამების რიგში გავლისას პირით, მჯდომარე ადამიანისკენ უნდა იყოთ. პირველი, მამაკაცი მიდის.

17. რა უნდა დამალოთ: ასაკი, სიმდიდრე, ლოცვა, წამალი, სასიყვარულო ურთიერთობა, საჩუქრები.

 

 

 

წყარო: http://aww.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 27407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია