დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს საქართველოში მცირე ფერმერებისთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო
2016/02/18 15:32:41

ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით  სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა რომში  გამართულ  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების  გახსნის ცერემონიას იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა დაესწრო

IFAD-ის მმართველი საბჭოს  შეხვედრა, ფონდის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების მონაწილეობით, წელიწადში ერთხელ იმართება. წელს შეხვედრაში 70-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.   შეხვედრაზე  სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებისა და ეროვნული პოლიტიკის თანხვედრის საკითხები განიხილეს და  2015 წელს განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ჭრილში ინკლუზიური ინვესტიციების თემებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტმა, კანაიო ნუანზემ მოხსენებით გამოსვლისას  ყურადდღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინკლუზიური ინვესტიციების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე და შიმშილი უნდა დასრულდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  ოთარ დანელია IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორს, ხალიდა ბუზარის და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ქუვეიტისა და კატარის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  IFAD-ის რეგიონალური ოფისის დირექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობებს, მათ შორის, აკვაკულტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განხორციელებას.

 

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში 1997 წლიდან  ახორციელებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს, რომელთა მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევა  და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტქუქტურის გაუმჯობესებაა. 2016 წელს საქართველოში  30,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია მცირე ფერმერების შემოსავლების ზრდა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა  და ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია