დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული დაასახელა
2016/02/18 14:17:40

ილიაუნის თეატრში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული დაასახელა.   

 უკვე მეხუთე წელია, თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, ადგენს თეატრებისა და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს.

 

როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ბოლო წლების განმავლობაში ქართულ თეატრში პროგრესი აშკარააკვლევის ცენტრის წარმომადგენლები მიესალმებიან რეგიონების თეატრების აქტიურობასა და მაყურებელთა გაზრდილ რაოდენობას. საქართველოს 40 თეატრს 2015 წელს  ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 553 535 მაყურებელი სტუმრობდა, მათ შორის, დედაქალაქში 314 111 მაყურებელი, რეგიონებში – 203 788.

 

ჟიურიმ, რომელშიც თეატრის საერთაშორისო კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის წევრები შედიან, სხვადასხვა ნომინაციაში შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა:

 

2015 წლის საუკეთესო ქორეოგრაფი: გია მარღანია, კოტე ფურცელაძე, ანა სანაია, მარინა ქვეთაია და მარიამ ალექსიძე.

 

2015 წლის საუკეთესო სცენოგრაფია: ირაკლი ავალიანი, ბარბარე ასლამაზიშვილი, მარიკა კვაჭაძე, მირიან შველიძე, შოთა ბალალიშვილი და თეო კუხიანიძე.

 

2015 წლის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება: ნიკა მაჩაიძე, ელისო ორჯონიკიძე, ნიკა ფასური და თენგიზ შამილაძე.

 

2015 წლის საუკეთესო მსახიობი ქალი: ნინელი ჭანკვეტაძე, ლილი ხურითი, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე და ნატო მურვანიძე.

 

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი ია სუხიტაშვილი, ანკა ალექსიშვილი, ანა სანაია, მარინა ბურდული და სოფიო მაიერი.

 

2015 წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: აკაკი ხიდაშელი, დათო როინიშვილი, ზვიად სვანაძე, რამაზ იოსელიანი და ზურაბ ცინცქილაძე.

 

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი: კონსტანტინე როინიშვილი, კახა კინწურაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, პაატა ქვლივიძე და გიორგი ელიზბარაშვილი.

 

2015 წლის საუკეთესო რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი („რევიზორი“), ნიკოლოზ საბაშვილი („1945“), ავთანდილ ვარსიმაშვილი („ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“), იოანე ხუციშვილი („რა დროს შექსპირია“).

 

2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი:ლისისტრატე“ (რუსთაველის თეატრი), „შეცდომათა კომედია“ (მარჯანიშვილის თეატრი), „რევიზორი“ (გრიბოედოვის თეატრი), „მოახლეები“ (სამეფო უბნის თეატრი), „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ (თავისუფალი თეატრი).

 

 

შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ანგარიში სტატისტიკური კვლევის მეთოდს ეფუძნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია