დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგამოძიებო სამსახური: სამი პირი საცალო ბაზარზე ფალსიფიცირებულ მარილს სისტემატურად ჰყიდდა
2016/02/16 14:25:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ბრალდებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, მეწარმები – თ. თ; გ. ნ. და ზ. ხ. შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, სამსახურის ცნობით, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს, რამაც მომხმარებლის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვია.

სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 – ე მუხლის პირველი ნაწილით (ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაულით, რაც  1 – დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია