დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/15 19:02:14

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები -  ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.


დაჯილდოებული ღვინოებია:


ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი.  2005“ კომპანია „კახური“;


ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“;


ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“;


ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;


ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;


ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“;


ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“,  კომპანია „შუმი“;


ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“;


ვერცხლი -  საფერავი ქვევრის.  2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.

 

„საკურა“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.


სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.


„საკურას“ კონკურსში „ორმაგ ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდო  - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.


მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია