დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს ( FOTO)
2016/02/15 15:38:53

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მეორე და სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ, სპელეოლოგმა ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.

 

მანამდე აღნიშნულმა ჯგუფმა მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრა და ექსპედიიციის მოსაწყობად პროფესორ გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა. 2016 წლის 14 თებერვლიდან მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია, მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.


12745543_677978349007676_8771929462616109635_n (1)

.

12687803_677978459007665_252951785178575155_n

.

10645029_677978395674338_2058054145947193149_n

 

 

წყარო: http://www.postalioni.com/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია