დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა
2016/02/15 15:30:08

ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა.


საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მისმა მოადგილეებმა, ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ საკუთარი ხარჯებით ბავშვები გასართობ ცენტრში დაპატიჟეს. 


აქციას ქუთაისის მერი შეუერთდა. შოთა მურღულიამ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ანალოგიური აქცია გასულ წელს ქუთაისის მერიის დაფინანსებითაც მოეწყო. ასევე, გასულ წელს ქუთაისის მერიამ აამოქმედა ახალი პროექტი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება.


ქუთაისში ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის 11 ბავშვია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია