დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად აღმოაჩინეს ბაქტერიებით დაბინძურებული ნამცხვარი ქუთაისში
2016/02/14 09:33:52

მიმდინარე წლის 20 იანვარს ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ნამცხვრის რამდენიმე ნიმუში შეიძინა მიკრობიოლოგიური დაბინძურების შესაწმებლად. შემოწმდა შემდეგი ნიმუშები:

 

პროდუქტის დასახელება

მაღაზია, სადაც შეიძინეს პროდუქტი

დარღვევა

ნამცხვარი „რაფაელო“ სუფლეთი და კენკრით (მწარმოებელი: შპს „ნუგბარი“)

ტორტის სახლი „რაფაელო“, რუსთაველის ქ. #94/92

არ აღმოჩნდა

ნამცხვარი „ნაპოლეონი“ მოხარშული კრემით (მწარმოებელი: შპს „მწვანე მარკეტი“)

მარკეტი „ქებული“, ავტომშენებლის ქ. #43

აღმოჩნდა კოლიფორმები[1]

ტორტი „იმპერატორი“ მოხარშული კრემით (მწარმოებელი: ინდმეწარმე გ. დვალი“)

მაღაზია „კაი მარკეტი“, ასათიანის ქ. #50

არ აღმოჩნდა

 

დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის ბიზნესოპერატორებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ სამმართველოს.

 

ცენტრის მიმართვის პასუხად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა მარკეტ „ქებულსა“ და შპს „მწვანე მარკეტში“ და ორივე შემთხვევაში გამოავლინა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები. ორივე მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ვადაგასული სურსათი განადგურდა.

 

--

[1] კოლიფორმებმა (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს. ისინი საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. თუმცა, ეს ბაქტერიები იოლად ნადგურდება საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა).

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია