საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
წყალბურთში მერიის თასის მფლობელი პირველი სკოლა გახდა
2016/02/12 22:48:23

ლაგუნაზე სასკოლო პირველობა დასრულდა წყალბურთში.

 

ტურნირში ქუთაისის 8 სკოლის 60 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ოცდამეთერთმეტე და პირველი საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მერიის თასის მფლობელი კი პირველი საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებული გუნდი პირველსკოლელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, იმერეთის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით დვალმა დააჯილდოვა.მეორე ადგილზე გასული 31-ე საჯარო სკოლა კი ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა. 


წყალბურთის ტურნირი სკოლებს შორის ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების საპილოტე პროექტია. ის მომავალ წელსაც გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია