ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის, მათ შორის პრობაციონერების, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები არიან, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ბიუროში ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე „აქტიური მოქალაქეობა“, რომელსაც აკაკი საღინაძე უძღვებოდა.
ტრენინგ-სემინარის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება პიროვნული განვითარების, აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერული უნარ-ჩვევების საკითხებზე.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.