დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის 100 მილონი ევრო უკვე გამოუყვეს
2016/02/12 12:39:23

გუშინ ფინანსთა სამინისტროში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა’’ და ევროპის საინვესტიცო ბანკს (EIB) შორის საპროექტო შეთანხმება გაფორმდა. 

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა და ევროპის საინვესტიცო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ. 

 

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქ. ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის საკანალიზაციო სისტემა სრულად მოწესრიგდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 100 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი გამოიყოფა, რომლის შესახებ სასესხო ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან  უკვე გაფორმდა.
წყარო: http://water.gov.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია