დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიან ოჯახს წყალტუბოში სახლი აჩუქეს
2016/02/12 12:32:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მრავალშვილიანი ოჯახის ოთხ ობოლს, სოფელ გუმბრაში, საკუთარი სახლი საჩუქრად გადასცა.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბადრი მორჩაძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლი და მიწის ნაკვეთი (რომლის საერთო ფართობი შეადგენს 1500 კვ.მ) 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 23 781 ათასი ლარით შეიძინა.

 

,,იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბავშვებს რეინტეგრაციის შემდეგ საუკეთესო პირობებში მოუწიოთ ცხოვრება. ვიზრუნებთ, მრავალშვილიანი მამის დასაქმებაზე და გავაგრძელებთ მორჩაძეების ოჯახის დახმარებას. ვისურვებდით, ეს სიკეთე ბევრისთვის გადამდები ყოფილიყოს"– განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მორჩაძეების უსახლკარო ოჯახმა დახმარებისთვის 2014 წლის ოქტომბერში მიმართა. მაშინ, როცა ოჯახის დედა, 38 წლის თეა ბოგვერაძე, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გამგეობამ ოჯახს 1500 ლარი გამოუყო.

 

ოთხი შვილი 15, 14, 11 და 5 წლის მორჩაძეები თავშესაფარის გარეშე დარჩნენ, ავარიის შემდეგ ტრავმირებული მამის ბადრი მორჩაძის იმედად, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის გამო შვილების მოვლას საკუთარ თავზე ვერ იღებდა. ამიტომ ბავშვები დღემდე მინდობით აღზრდაზე არიან მიბარებული. 


წლების მანძილზე მორჩაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, რძის ქარხნის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია