დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში
2016/02/09 18:03:30

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები გაეროს ასოციაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობების გაცნობა.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რეფლექსიას ცენტრის წევრების მხრიდან. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ცენტრის მიზნების, განხორციელებული საქმიანობების მიღწეული შედეგების და არსებული გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია