დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2016 წელს ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი ინიციატივები
2016/02/09 17:53:15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დონორებსა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წლისათვის დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებების გაცნობა.

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. პროცესი პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პარალელურად ხორციელდება, რათა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებისთვის. აღნიშნული ინიციატივით, სამინისტრო ეხმიანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციას და უზრუნველყოფს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

დონორებთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყველა მნიშვნელოვან ინციატივაზე რომელიც ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს იგეგმება. კერძოდ:

ინკლუზიური პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს პროფესიული სასწავლებლების შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსით უზრუნველყოფას, მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერებასა და ინდივიდუალური სწავლების მეთოდოლოგიის გაძლიერებას.

ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა სასწავლო პროცესში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს სსსმ პირებს აუცილებელი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური საშუალებებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2016 წელს ასევე იგეგმება აუდიო სახელმძღვანელოების მომზადება, რომელიც გადაეცემათ მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტებს.

მეწამეობის კომპონენტის განვითარება. სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს მეწარმეობის საკითხების გააქტიურება. რისთვისაც იგეგმება სკოლის საფეხურზე მეწარმეობის სწავლების ეფექტური წარმართვისათვის გზამკვლევის მომზადება, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის საკითხების ინიცირება პრაქტიკული პროექტების დაფინანსების გზით.

წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისის დანერგვის ხელშეწყობა - სამინისტროს მიერ მნიშვნელოვან კომპონენტად განისაზღვრა სსსმ პირებისათვის წინა პროფესიული უნარების განვითარება, რაც გულისხმობს პრაქტიკული აქტივობებში ჩართულობით წერა - კითხვის, არითმეტიკის, დროის მართვის და სხვა საჭირო უნარების განვითარებას. მიმდინარე წელს აღნიშნული სერვისის პილოტირება განხორციელდება.

მხარდაჭერით დასაქმების კომპონენტის განვითარება. უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით შესაძლებელია შშმ და სსსმ პირთა დასაქმების უზრუნველყოფა. განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შშმ და სსსმ პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ 2016 წელს 11 ადამიანი ჩაერთვება აღნიშნული სერვისის მიწოდებაში - 1 მხარდაჭერითი დასაქმების კოორდინატორი და 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი.

 

2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კვლევების განხორციელება ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით და პროცესის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტებს წარმოადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია