საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
FAO-ს ინდექსით სასურსათო პროდუქტების ფასები შემცირდა
2016/02/09 17:43:23

2016 წლის იანვარში, FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი 2015 წლის დეკემბერთან შედარებით 1,9%-ით დაეცა.

ფასების კლება დაფიქსირდა ყველა პროდუქტზე, რომელიც შესულია პროდუქტების ინდექსში, ამასთან ყველაზე მეტი კლება განიცადა შაქრის ფასმა.

2016 წლისთვის FAO-მ გაზარდა პროგნოზი მარცვლეულის მსოფლიო მარაგის შესახებ, მოხმარების შემცირებისა და მაღალი მოსავლიანობის პროგნოზის ხარჯზე. მარცვლეულის ინდექსი 1.7%-ით შემცირდა.

შაქრის ფასი, FAO-ს ფასების ინდექსით 4.1%-ით შემცირდა, ოთხთვიანი ზრდის შემდეგ ეს პირველი შემცირებაა და ის განპირობებულია, შაქრის უმსხვილესი მწარმოებლის და ექსპორტიორი ქვეყნის, ბრაზილიის მოსავლის პროგნოზის გაუმჯობესებით.

რძის პროდუქტების ინდექსი, ევროკავშირის დიდი მარაგის და ახალი ზელანდიის მხრიდან არააქტიური მოთხოვნის ფონზე 3%-ით შემცირდა.

ხორცის ფასი, FAO-ს ფასების ინდექსით 1.1%-ით შემცირდა.

ძირითად ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მსოფლიო სასურსათო ფასების კლების უკვე ხანგრძლივ ტენდენციას არის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებაზე ჭარბი შემოთავაზებები, მსოფლიო ეკონომიკის შენელება და ა.შ.შ დოლარის გამყარება.

 

წყარო: http://agrokavkaz.ge/axali-ambebi/fao-s-indeqsith-sasursatho-produqtebis-phasebi-shemtsirda.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია