დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალზე ძალადობის ეროვნული ნიშნით გამორჩევა შეუძლებელია –
2016/02/09 11:14:59

მითები და რეალობა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ

 

 

მათ,ვინც სამი წლის სირიელი ბიჭის ქვიშაში თავჩარგული ფოტო ნახარომელზეც მისი ზღვის წყლით  გარეცხილი უსულო სხეული იყო გამოხატულიირწმუნესრომ სირიელები ევროპისკენ სოცოცხლის ფასად მიილტვიანგერმანიის კანცლერისანგელა მერკელის გადაწყვეტილებას,რომ ყველა სირიელივინც ევროპის საზღვრებს მიაღწევდათავშესაფარს მიიღებს, -ევროპის ქვეყნების ისედაც მცირე ნაწილმა დაუჭირა მხარიმერკელის ამ ინიციატივას ახალი წლის ღამეს კიოლნში განვითარებულმა მოვლენებმა ძირი უფრო მეტად შეურყია.

 

იმ ღამეს ახალგაზრდა კაცები ჯგუფებად გარს შემოერტყნენ ქალებსგაქურდეს და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენესიმ ღამეს პოლიციაში შესული 900 შეტყობინებიდან 600-ზე მეტს სექსუალური ძალადობის სახე ჰქონდაგერმანიის პოლიციამ დიდი კრიტიკა დაიმსახურაიმის გამორომ ვერ შეძლო სწრაფი რეაგირება დანაშაულზე და მრავალი შემთხვევა გამოუძიებელი დარჩა.

კიოლნის მოვლენები ბერლინში გაგრძელდასადაც 700-მდე ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე კრიმინალი ლტოლვილების წინააღმდეგამას მოჰყვა გამოსვლების ტალღა სხვა ქალაქებშიცსადაც რუსულენოვანი მომიტინგეების რაოდენობამ მარტო ერთ ქალაქში 3000-ს მიაღწიადემონსტრანტები მოითხოვდნენ "შვილების და ქალების დაცვას"გერმანული და ქრისტიანული ღირებულებების ანდაც სულაც "გერმანული კულტურის” გადარჩენასეს მღელვარება 13 წლის ბერლინში მცხოვრები რუსი გოგონას ისტორიას დაუკავშირდამშობლების თქმითმიგრანტებმა ახლო აღმოსავლეთიდან მათი გოგო გაიტაცეს და გააუპატიურესშემთხვევას დიდი რეზონანსი და გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვასაკითხზე საჯარო მინიშნება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმარუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნარომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკითხის შესახებ მათი ინფორმირება გერმანიის მხრიდან ცივილიზებული ნორმის ფარგლებში არ მომხდარაგანცხადებამ ბერლინი შეაშფოთაგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას გერმანიის შიდა საქმეებშიჩარევის მცდელობაზე მიუთითა. მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოც გამოეხმაურა,მან აღნიშნარომ ისრაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წლინახევრის წინ ხდებოდა,ახლა გერმანიის წინააღმდეგ ხდება და ამას "ჰიბრიდული ომი"ეწოდება.

 

მართლაცგერმანიის ქალაქებში ათასობით რუსულ-ენოვანი პროტესტანტი ჰიბრიდული ომის ტყვე აღმოჩნდამღელვარება ძირითადად რუსეთის პირველ არხზე გასულმა სიუჟეტმა გამოიწვიარომელსაც ბერლინშიც უყურეს და სოციალური ქსელებით აქტიურად გააზიარესინფორმაციის მიხედვით, 13წლის ლიზა ავტობუსით რკინიგზის სადგურამდე მივიდასაიდანაც გაუჩინარდა; 30საათის შემდეგ გაუპატიურებული და სასტიკად ნაცემი გოგონა სხვა რაიონშიქუჩაში დააგდესსკოლის მოსწავლეს მამაკაცი აუპატიურებდასიუჟეტში აღშფოთებული ხალხი ემოციურად საუბრობდა მომხდარზეასევე აჩვენეს ჰაკერების მოპოვებული ვიდეო, რომელიც მოძალადეებს ამხელდარომლებიც გაუპატიურებულ გოგონას დასცინოდნენ.

 

გერმანიის პოლიციისა და პროკურატურის განცხადებითგოგონას არც გატაცება და არც გაუპატიურება არ მტკიცდებაგამოძიებამ აჩვენარომ სქესობრივი კავშირი რამდენიმე თვის წინ მოხდა და მასში ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულები არიანისინი სულ სხვა პირები აღმოჩნდნენ და არა ისინირომელთა იდენტიფიცირებაც თითქოსდა მოხდა ჰაკერების მიერ მოპოვებულ ვიდეოზე, (ვიდეო სინამდვილეში ექვსი წლის წინაა გადაღებული); საბოლოო განაჩენს სასამართლო გამოიტანს.

 

ბერლინის მოვლენები ყურადღების მიღმა არც ქართული მედიისთვის დარჩენილათუ რადიო თავისუფლებამ და ტაბულამ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მიმოიხილეს შემთხვევა, სადაც აისახა ბუნდოვანება და წინააღმდეგობრივი საკითხებიმარშალპრესმა მკითხველს დაბეჯითებით განუმარტარომ "ბერლინში ლტოლვილების ჯგუფი 13 წლის გოგონას 30 საათის განმავლობაში აუპატიურებდა”. სავარაუდოდ მსგავს ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა დასკვნები პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ და უკვე კვირის ქრონიკის, 11-17 იანვრის გამოშვებაში აღნიშნა: „შეიძლება ვიზალიბერალიზაცია მოგვცენმაგრამ ევროპამ ძველი ხიბლი დაკარგაუკვე საშიში გახდამაგალითადდღეს ნორმალური ადამიანი თავის შვილებს გაუშვებს იქსადაც ასე ღიად ხალხს აუპატიურებენ და განმკითხავი არ ჩანს?  "ჰიბრიდული ომის მსხვერპლი აღმოჩნდა ჩემი შვილის ძიძაცრომელიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად აღელვებული მიყვებოდა, რომ ლტოლვილები გერმანიაში აუპატიურებენ ახალგაზრდა გოგონებს.

 

სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა ცოტა რამ იცის გაუპატიურების ფაქტებზეზოგადად არასრულიარაფაქტობრივი ცოდნაზიანს აყენებს ადამიანსგანსაკუთრებით მაშინროცა მავანნი ცდილობენ პრობლემის და ფაქტების დამალვით ან დამახინჯებით ადამიანებით მანიპულირებასქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია გაუპატიურების საკითხზე ფაქტების ჩამონათვალიაავტორის სურვილია,რომ მკითხველმა ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნასად ტარდება მეტი კვლევასად არის მეტი გამჭვირვალობა და ღიაობარომელ ქვეყნებში რეაგირებენ ადეკვატურად და შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, სად უფრო საშიშია-საქართველოშიევროპაშიამერიკაში თუ რუსეთში.

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებითსქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 2013-2014 წლებში სულ 242 შემთხვევა დაფიქსირდააქედან 79 გაუპატიურების შემთხვევა იყო; 2014 წელს გაუპატიურება თითქმის ორჯერ (51 -იდან 28 -მდეშემცირდადანაშაულის გახსნის პროცენტი 40-დან 50 პროცენტამდეა.

ასევე, 2013 წელს დაფიქსირებულია ტრეფიკინგის შემთხვევა; 2014წელს ტრეფიკინგის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული;

საყურადღებოარომ 2010-2013 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ხვადასხვა თავშესაფრებში 3500 ქალსა და ბავშვს გაეწია დახმარებათბილისსა და ბათუმში სპეციალურ თავშესაფრებში 50 ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი იღებდა მომსახურებას.

 

2. ამერიკაში გაუპატიურებული ქალების 54 პროცენტი მალავს გაუპატიურების ფაქტსსაქართველოში ეს ციფრი უცნობია;

 

3.გაუპატიურებული ქალის დაფეხმძიმების შანსი ორჯერ მაღალია იმ შემთხვევებთან შედარებით,როცა სქესობრივი კავშირი თანხმობის საფუძველზე ხდება.

 




4.მსოფლიო რეიტინგის მიხედვით,საქართველო და საბერძნეთი 119 ქვეყნიდან 92 ადგილზე არიან პოლიციაში დაფიქსირებული გაუპატიურების შემთხვევების მიხედვითსაყურადღებოა,რომ ეგვიპტე და ინდოეთი პოლიციაში აღრიცხული გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობით ბოლო ადგილებზე არიანთუმცა ალტერნატიული სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.

 

5. ევროკავშირის ქვეყნებში გაუპატიურების შემთხვევები მსოფლიო საშუალო მონაცემზე პროცენტით ნაკლებია (10,19 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე), ყველაზე მაღალი მონაცემი სამხრეთ აფრიკაშია (132, 4);

ამერიკა რეიტინგით მე-14-ე ადგილზეა (27,3); რუსეთი და ესპანეთი 73-ე ადგილზე (3,4); ისრაელი 94-ე ადგილზე (1,8), სომხეთი და აზერბაიჯანი 115-, 116-ე ადგილებზე (0,3, 0,4 ).

 

6. ამერიკაში კოლეჯში ქალის გაუპატიურების შანსი 5-დან ერთიასაქართველოში მსგავსი მონაცემი არ არსებობს;

 

7. 2013 წლის გაეროს ქალთა კვლევის მიხედვითსაქართველოში გამოკითხული ქალები და კაცები ფიქრობენრომ ძალადობის ყველაზე მწვავე გამოვლინება ფიზიკური და შემდეგ სექსუალური ძალადობაა (94%); აღსანიშნავიარომ წინა კვლევებში 78 % ამბობდარომ ოჯახში კაცის ქალზე ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეაახლა ასე მხოლოდ გამოკითხულთა 25 % ფიქრობს.

 

8. 2010 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის თანახმადსექსუალურ ძალადობას გამოკითხულთა 5 % ადასტურებსსაქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით (2010), 5 და პროცენტია მოზარდ გოგონებზე ფიზიკური და ემოციური ძალადობის სიხშირე, 2008 წელს იგივე კვლევის მიხედვით ალბანეთსა და რუმინეთში 11 და 25 და 16 და 32 პროცენტიასამივე ქვეყანაში მოზარდ გოგონათა (15 დან 19 წლის) 5 პროცენტზე ნაკლებმა აღნიშნარომ ქმარი ან პარტნიორი აიძულებდა დაემყარებინა სქესობრივი კავშირი. 2008 წელს თურქეთში ჩატარებული რეპრეზენტატიული კვლევის მიხედვით 15 დან 24 წლის ასაკის ქალთა 14% პროცენტმა აღნიშნარომ მათზე სექსუალურად უძალადიათ;

 

9. 35 წლის წინ მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა რუსთავშირომლის შედეგაც 21 წლის ქალი დაიღუპადღესაც გაუხსნელია;

 

10. ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

 

11. საქართველოში 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს;

 

12. ყვარელში 21 წლის ბიჭმა 68 წლის ქალის გაუპატიურება სცადა;

 

13. 2012 წლის 18 სექტემბერს ქართული საზოგადოება საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მოწმე გახდაროცა მედია საშუალებებით გავრცელდა საიდუმლო ვიდეო ჩანაწერებირომლებზეც მამაკაცთა მიმართ მათ შორის პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები იყო გამოსახულიდღემდე წამების მასშტაბი ცნობილი არ არისდამნაშავეები დაუსჯელები არიან;

 

14. აშშ ჯარში გაუპატიურების მსხვერპლთა რაოდენობა- 8-დან 37 % -მდეასაქართველოში ასეთი მონაცემი არ არსებობს.

15. 2008 წლის იანვრიდან ივლისამდე საქართველოში რეგისტრირებულია გაუპატიურების 77 შემთხვევახოლო მთელი წლის განმავლობაში-იანვრიდან დეკემბრამდე 100. გამოდისრომ აგვისტოს ომის შემდეგ წლის ბოლომდე მხოლოდ 23 შემთხვევა დაფიქსირებულაამ მონაცემის მიხედვითგაუპატიურების მაჩვენებელი ომამდე 3-ჯერ მეტი იყო ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით. 2009 წელს რეგისტრირებულია გაუპატიურების 84 შემთხვევა;

შედარებისათვისფიქრობენრომ ბოსნიის კონფლიქტის დროს 60 000 -მდე ქალი გააუპატიურეს.

 

16. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მილიონიდან მილიონამდე გერმანელი ქალი გააუპატიურეს;

 

17. ქვეყანა,სადაც ქალებს სიკვდილით სჯიან გაუპატიურების შემთხვევაშიავღანეთი.

 

18. ამერიკაში ასეთია შეფარდება იმ პირთა რაოდენობასა (უმეტესწილად ბავშვების), ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა კათოლიკე მღვდლების მხრიდან და უმაღლესი კათოლიკე სამღვდელოების წარმომადგენლებს შორისვინც დამნაშავედ ცნეს10,667 :1.

 

19. 1993 წლის ივნისში 21 წლის სუკრან ესენი მასთან სახლში მოსულმა ჟანდარმებმა PKK-ს (ქურთთა მუშათა პარტიამხარდაჭერაში დაადანაშაულესქურთების ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვითმარდინის პროვინციაშისასამართლომ 405 პოლიციელი დამნაშავედ სცნო სურკან ესენის გაუპატიურებაშიაქედან65მაღალი თანამდებობის ოფიცერი იყომსხვერპლის თქმითის სამჯერ დააკავესრა დროსაც ჟანდარმებმა ის მრავალგზის გააუპატიურესწამებისას გამოიყენეს ელექტროშოკიჩატენეს მანქანის ბორბალში და შემდეგ აგორავესცივი წყლის ჭავლით გარეცხესემუქრებოდნენ სიკვდილითერთ-ერთი სადისტური სექსუალური ძალადობრივი აქტის დროს განვითარებული სისხლდენის გამო სურკანი საავადმყოფოში მიიყვანესწამების დროს მიყენებული ტვინის დაზიანების გამო ესენმა ვერ შეძლო ჯალათების ამოცნობამიუხედავად იმისა,რომ ათი მოწმე შეესწრო ესენის დაპატიმრების ფაქტსდამნაშავეები უარყოფდნენ იმასაც კირომ ესენი ოდესმე დაკავებული იყობერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა ესენის დაზიანებები წამებად შეაფასაეს შემთხვევა ზუსტად ხსნისთუ რატომ ეთქვა უარი თურქეთს ევროკავშირის წევრობაზე ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

 

20. გაუპატიურებული შემთხვევების მიხედვით, შეერთებული შტატებიც ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე იყო 2010 წელსსაფრანგეთი რიგით მეორე ქვეყანა იყო მაჩვენებლის მიხედვით ევროზონაში 2009 წელსიგივე წელს ისლანდია იყო ევროპაში რიგით მესამე ქვეყანამოლდოვა რიგით პირველი იყო 2010 წელს აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებიდან.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ სექსუალურ ძალადობას ძალიან მაღალი ტრავმატიზმი ახასიათებსამერიკაში ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მიხედვით, გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა 45,9% და კაცთა 65 %-ს განუვითარდა პოსტ ტრავმული სტრესული დაზიანება (Kessler et al 1995). ეს გაცილებით მაღალი იყო თუნდაც ომის ვეტერანებში გამოვლენილ ტრავმულ დაზიანებასთან შედარებითმეცნიერება ტრავმის შესახებ შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებააპირველ კვლევებს 1970 წლებში დაედო საფუძველიდამოუკიდებელ მეცნიერთა ორი ჯგუფი ერთსა და იმავე სიმპტომებს აღწერდა ვიეტნამის ვეტერანებთან და გაუპატიურების მსხვერპლ ქალებთან მუშაობის დროსამ ადამიანებს ტრავმული გამოცდილება ისეთი სიმძაფრით ახსენებდა თავსთითქოს ეს მოვლენა ცხადში ხდებოდა (ფლეშბეკი). ამ კვლევების შედეგად ახალი დიაგნოზი-პოსტ ტრავმული სტრესული დაზიანება აღმოაჩინესამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ აუტანელი სირცხვილის გრძნობა,ემოციური გაშეშებაისინი ვეღარ გრძნობდნენიცოდნენრომ უნდა ყვარებოდათ თავიანთი ახლობლებიმაგრამ ამის შეგრძნება დაკარგული ჰქონდათშუშის უხილავი ბარიერი აღიმართა მათსა და სამყაროს შორისეს მდგომარეობა მათ საშუალებას არ აძლევდა გაეგრძელებინათ ნორმალური ცხოვრება.

ამასთან სექსუალური ტრავმა ყველაზე ნაკლებად შუქდება მედიაში მასთან ასოცირებული ტაბუს გამო. 1256 ტრავმაზე გაკეთებული პუბლიკაციიდან მხოლოდ 2,2% იყო სექსუალურ ძალადობაზე; (Nelson and Newman, 2010).

აღსანიშნავიარომ გაუპატიურების მსხვერპლი ადამიანები თავის თავს ადანაშაულებენ მომხდარშიმათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებარადგან გარშემომყოფებიც მათ ადანაშაულებენფსიქოლოგები ამ ფენომენს იმით ხსნიანრომ ადამიანები მიდრეკილნი არიან ახსნა მოუძებნონ, თუ რატომ არ შეიძლება მათ დაემართოთ მსგავსი საშინელებათავი რომ დაიმშვიდონფიქრობენრომ ისინი ასე არ მოიქცეოდნენამიტომ ხშირია გაუპატიურების მსხვერპლთა დადანაშაულება იმაშირომ მათ ვერ ამოიცნეს მოძალადერომ არ შეებრძოლნენრომ არასწორად ეცვათარასწორად მოიქცნენამ მიდგომაში არაფერია რაციონალური ეს არის გარშემომყოფთა სტრატეგიარომ საკუთარი ბრაზი და აღშფოთება დაიოკონ;

 

აგვისტოს ომის მსხვერპლი ქალების კვლევებმაც აჩვენესრომ ქალები ძირითადად სხვებზე საუბრობდნენსაკუთარ გამოცდილებაზე კი სდუმდნენმომხდარში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდნენმკვლევარები ხშირად ისმენდნენ ფრაზებს: ”მე ამის ღირსი ვიყავი”,ან "დაბინძურებული ვარ”. (ეკა ჩერქეზიშვილის საბაკალავრო ნაშრომიდან, 2013)

 

შეჯამება

სოსო ცინცაძის განცხადებას რუსი გოგონას შემთხვევასთან ან კიოლნის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ ევროპაში"ღიად ხალხს აუპატიურებენ და განმკითხავი არ ჩანს", შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან აღმოჩნდა, რომ გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება; საკითხს კი გერმანული საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოები და მედია საჯაროდ და ყოველმხრივ განიხილავს, განსხვავებით რუსეთისგან, საიდანაც ვრცელდება დეზინფორმაცია ხალხის მანიპულირების მიზნით. რაც შეეხება გაუპატიურების ფენომენს, მიმოხილვამ აჩვენა, რომ ის ყველა საზოგადოებაში ხდება, მათ შორის საქართველოში. ეროვნული ნიშნით შეუძლებელია მისი გამორჩევა. დასავლური საზოგადოება გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს პრობლემას, სწავლობს მას და ღიად საუბრობს გადაჭრის გზებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებით ცდილობს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას. იმავდროულად არიან ქვეყნები, სადაც ტაბუსა და ცოდნის ნაკლებობის გამო მრავალი ადამიანი სიჩუმესა და სიბნელეში ხდება ძალადობის მსხვერპლი და იტანჯება. როგორც აგვისტოს ომის მსხვერპლი ქალები ამბობდნენ: არიან "დაბინძურებული”, და ფიქრობენ,რომ "ამის ღირსიც” არიან.

 

 

თიკო ცომაია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია