დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება
2016/02/09 08:55:18

აბიტურიენტების  საგამოცდო  ბარათები ფორმას  იცვლის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, საგამოცდო ბარათები A4 ფორმატის იქნება  და  მისი ამობეჭდვა  ნებისმიერ  აბიტურიენტს  ნებისმიერი კომპიუტერიდან  შეეძლება.  ამის  შესახებ ცენტრის  დირექტორმა  მაია მიმინოშვილმა  Aris.ge – განათლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ადრე, საგამოცდო ბარათებს ვბეჭდავდით  და ვარიგებდით. ბარათს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: ერთის მხრივ, ჩვენ აპლიკანტებს-აბიტურიენტებს ვაწვდით ინფორმაციას, მეორე მხრივ კი, მასზე დატანილი  შტრიხკოდით,  ხდებოდა მათი გადანაწილება საგამოცდო ცენტრებსა და სექტორებში. წელს ფორმატი შეიცვლება ეს აღარ იქნება პატარა ბარათი, არამედ  A4 ფორმატის ფურცელი, რომლის ამობეჭდვა აბიტურიენტს შეეძლება თავისი პირადი გვერდიდან,  რომელიც მას რეგისტრაციის გავლის შემდეგ ენიჭება,”- განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ამით მოგვარდება მუდმივი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია საგამოცდო ბარათების დაზიანება დაკარგვასთან. აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა სასურველი რაოდენობით შეეძლებათ. ბარათებზე იქნება დატანილი ინფორმაცია საგამოცდო ცენტრების შესახებ და ასევე იმ მარშრუტების შესახებ, რომლებიც აპლიკანტების ცენტრამდე გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებს ივნისის თვიდან შეეძლებათ

მას შემდეგ, რაც მათიცენტრებში სექტორების მიხედვით გადანაწილება დასრულდება.

 

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია