დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კატარღა, სამი მოტორიანი კატერი და გასაბერი ნავები შეიძინა
2016/02/08 16:50:54

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტექნიკური შემადგენლობის განახლებას განაგრძობს. ზღვასა და ტბებზე პრევენციული და ოპერატიული ღონისძიებების განსახორციელებლად დეპარტამენტმა  ახალი კატარღა, სამი მოტორიანი კატერი და გასაბერი ნავები შეიძინა. 

 

ახალი კატარღა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციურ სამმართველოს გადაეცემა, ხოლო კატერები და ნავები სამოქმედო ტერიტორიებზე არსებულ ტბებზე ინსპექტირებისთვის რეგიონულ სამმართველოებში გადანაწილდება.

 

 

ახალი ტექნიკური შემადგენლობის პრეზენტაცია ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე დაესწრო და ახლადშეძენილი კატარღით განხორციელებულ პირველ ინსპექტირების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია