საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჭადრაკში იმერეთის ჩემპიონები გამოვლინდნენ
2016/02/08 12:13:42

30 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ჩატარდა იმერეთის ჩემპიონატი 7, 10 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმერეთის ჭადრაკის ფედერაციისა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირის დირექტორი გახლდათ ალექსანდრე არსენიძე. შეჯიბრება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის I, II და III ხარისხის დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონების მწვრთნელებს გადაეცათ იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის I ხარისხის დიპლომები და ფედერაციის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები. ტურნირში სულ 173 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები

14 წლამდე ჭაბუკთა შორის
1.ანტონ ნადირაძე (სამტრედია)
2.გიორგი ელაშვილი (სამტრედია)
3.დავით ცქიფურიშვილი (ტყიბული)

 

14 წლამდე გოგონებს შორის 
1.თამარ ესაძე (ქუთაისი)
2.ლილე გუმბერიძე (ბაღდათი)
3.მარიამ ფართლაძე (ქუთაისი)

 

10 წლამდე გოგონათა შორის 
1.ქრისტინე დოგრაშვილი (ქუთაისი)
2.ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი)
3.მართა გოტიაშვილი (ქუთაისი)

 

10 წლამდე ჭაბუკთა შორის 
1.ნიკოლოზ გაბრიაძე (ქუთაისი)
2.დავით ნემსაძე (ქუთაისი)
4.ერეკლე ჯიშკარიანი (ხონი)

 

7 წლამდე ჭაბუკთა შორის 
1.ბექა წვერავა (ხონი)
2.ლუკა რევიშვილი (ქუთაისი)
3.დავით რობაქიძე (თერჯოლა)

 

7 წლამდე გოგონათა შორის 
1.ანასტასია კირთაძე (ქუთაისი)
2.ქრისტინე ხვადაგიანი (ქუთაისი)
3.ელენე უშხვანი (ქუთაისი)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია