დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნა.
ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა , იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსნებთან ერთად დიდი მეფის – დავით აღმაშენებლის – ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.