საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"დავითობა" ტრადიციულად გელათში აღინიშნება
2016/02/07 23:14:27

8 თებრვალს "დავითობის " დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნება გელათის სამონასტრო კომპლექსში.

 

გელათის სამონასტრო კომპლექსში წასვლის მსურველებისთვის  ამ დღესასწაულთან დაკავშირებით  ქუთაისიდან გელათის მიმართულებით ორი ავტობუსი გავა.


პირველი რეისი 09:00-სთ და 09:30 სთ–ზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მიმდებარედ, ბროსეს ქუჩიდან უფასო იქნება.



"დავითობა 2016"- თან დაკავშირებით ქალაქში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი: 

09:30 სთ–ზე დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება, ხოლო 11 საათზე დავითის საფლავის პატივგება გელათში.



12:00 საათზე გაიმართება პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია "დავითის ეპოქა და თანამედროვეობა".



ასევე, 12:00 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში ფოტო–კინო–მატიანეს მუზეუმის გამოფენა "დავითობა–გელათის სამონასტრო კომპლექსი 1870–2015 წლები"მოეწყობა.



პარალელურად, აქვე დაიწყება საქველმოქმედო ქორეოგრაფიული ფესტივალი "დავითობა".



12:30 სთ–ზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაჩვენები იქნება ფილმი "გელათის აკადემია".



14:00 საათზე გაიმართება წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის, ომარ ლანჩავას მონოგრაფიის "ქუთაისის არქეოლოგია" პრეზენტაცია.



16:00 სთ–ზე ოპერის თეატრში დაგეგმილია ტარიელ ხალხელაურის საღამო.



ოპერის თეატრში, საღამოს 18:00 საათზე, დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების მონაწილეობით გალა–კონცერტი გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია