დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასულ წელს კულტურის სამსახურმა 100 მეტი პროექტი დააფინანსა
2016/02/05 18:34:32

ქუთაისის მერიის სამსახურების მიერ გასული წლის ანგარიშის პრეზენტაცია გრძელდება.

 

ამჯერად მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საკრებულოს დეპუტატებს ანრაგიში მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.

 

2015 წელი კულტურის მხრივ ქალაქისთვის წარმატებული წელი იყო. ბიუჯეტი გასულ წელს 889200 ლარს შეადგენდა. მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა. ასევე მერიის მხარდაჭერილ პროექტებში იყო 20-ზე მეტი კონცერტი, 15-ზე მეტი საიუბილეო საღამო, 10-ზე მეტი გამოფენა, 5-ზე მეტი კონკურსი და 4 ფესტივალი. მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება მიმდინარე წელს პროექტების გაზრდას გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია