საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა ქუთაისში ბიუჯეტით დაფინანსდება
2016/02/05 17:29:05

ქუთაისში თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. სამი ასეთი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან და საფიჩხიის, გუმათის და ავტოქარხნის მაჟორიტარებთან ერთად დაათვალიერა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები და ფრენბურთის ბადე გადასცეს. ახალგაზრდებს მოედნის მოწყობას სხვა ტერიტორიაზეც დაჰპირდნენ. 2016 წლის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი – 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს „თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი, საცდელად, ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა. 

 

„მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი, თუმცა, ასევე აუცილებელია მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდევით მოვლა-პატრონობისთვის გარკვეული თანხები. წელს გავზარდეთ ბიუჯეტი, რათა კიდევ მეტი სტადიონი მოვაწყოთ. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ახალგაზრდების მთავრი საკითხი სწორედ მარტივი ტიპის მოედნების კეთილმოწყობა იყო,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია