საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლაცორიის სკოლის სამოქალაქო კლუბი წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავს
2016/02/05 17:10:49

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში გამარჯვებულ მცირე საგრანტო პროექტს წარმატებით ახორციელებენ.

სკოლაში მოეწყო გამოკითხვა წიგნიერების დონის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებში წიგნიერების დონე საკმაოდ მაღალია. მოსწავლეებს განსაკუთრებით ქართველი მწერლების შემოქმედებება მოსწონთ. გამსახურდიას ,, დიდოსტატის მარჯვენა’’, ,, მთვარის მოტაცება’’, ლეო ქიაჩელის    ,,თავადის ქალი მაია’’,  ,,ჰაკი აძბა’’, ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია’’,  ლევან გოთუას ,,გმირთა ვარამი’’,  დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა’’,  აკა მორჩილაძის მოთხრობები და სხვა.

წიგნიერების დონის ასამაღლებლად სკოლაში განახლებული წიგნადი ფონდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებიც მოეწყო, კერძოდ ჩატარდა ტრენინგი: ,,წიგნის მოვლა-პატრონობა და ბიბლიოთეკით სარგებლობით წესები’’.  ტრენინგს სამოქალაქო კლუბის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიიღეს ცოდნა, თუ როგორ უნდა მოუარონ წიგნს და ისარგებლონ ბიბლიოთეკით. მიღებული ცოდნა  სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარეს.

 

ასევე პროექტის ხელმძღვანელის ნატო მეშველიანის ინიციატივით, საპროექტო ჯგუფის წევრებმა სხვა სკოლებთანაც გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია, სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა საპროექტო ჯგუფის წევრებს პროექტის განხორციელებისას დახმარებას დაჰპირდნენ და საჩუქრად რამდენიმე წიგნიც გადასცეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია