დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არმანის ახალი სახე 17 წლის ქართველი მოდელი გახდა
2016/02/04 09:36:41

იტალიური ბრენდის  Armani Collezioni -ს სახე 17  წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი გახდა.

 

„ბედნიერი ვარ, რომ მე  Armani Collezioni-ს ახალი სახე გავხდი. ბოლოს და ბოლოს! ოცნებები ხდება“ , – დაწერა გოგონამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

 

თაკო ნაცვლიშვილი მოდელისა და საქართველოში  სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამაარსებლის ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. გოგონამ უკვე მოასწრო ბევარ ჩვენებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის წარმოადგენდა Versace-ს, Christian Dior-ს, Dolce & Gabbana-ს, Yohji Yamamoto-ს ევროპულ ჩვენებებზე. 2015 წელს მოდელმა მიიღო მონაწილეობა პარიზის მოდის კვირეულში.

 

კომპანია Giorgio Armani  s.p.a.  1975 წელს დაარსდა იტალელი მოდელიორის ჯორჯო არმანის და  სერჯიო ტალეოტის მიერ. აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და მამაკაცის, ქალთა და ბავშვთა აქსესუარებს, საათებს, მორთულობებს, ავეჯს და დეკორატიულ ნივთებს ბრენდისახელით – Giorgio Armani, Emporio Armani, Armani Exchange, Armani Jeans, Armani Junior, Armani Casa.

 

საკუთარი სახელით პირველი კოლექცია ჯორჯო არმანიმ წარადგინა 1974 წელს, 2005 წელს მან წარმოებაში ჩაუშვა ოტ-კუტიურეს სამოსი Armani Privé.

 

მოდელიორი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქალაქეა. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, მისი ქონება 7,6 მილიარდ ევროს შეადგენს.

 

თარგმანი

წყარო: http://lenta.ru/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია