დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს 25 ახალი ავტომობილი გადაეცათ
2016/02/03 09:46:45

შს სამინისტროს რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ. რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო.

 

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა ავტომანქანები რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს პირადად გადასცა. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სმართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.

 

ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს, მათ ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას.

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია