საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სანდოა თუ არა მარკეტებში ნაყიდი ქიშმიში და ჩირი
2016/02/03 09:30:31

ჩირი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ნუგბარად ითვლება და მშობლებიც ცდილობენ, არ მოაკლონ შვილებს. მარკეტებში ჩირის ფართო არჩევანია, მაგრამ გამოდგება კი სასარგებლო საკვებად?  სანდო ჩირისა და ქიშმიშის შერჩევა რომ შეძლოთ, ამისათვის გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ. 



ხილის გამოშრობის სამი წესი არსებობს: მზეზე, ჩრდილში და ღუმელში, ან ქიმიურად დამუშავების შედეგად. სამწუხაროდ, სუპერმარკეტებში უმთავრესად სწორედ ქიმიურად დამუშავებული ჩირი იყიდება. რომელია ჩირის საეჭვო ნიშნები? პირველ რიგში ფერი - ქიშმიში ქარვისფერი არ უნდა იყოს, გარგრის ჩირი (კურაგა) - ნარინჯისფერი, ლეღვი - ოქროსფერი. 
სწორად გამომშრალი ჩირი მუქდება. გარგარის ჩირი უნდა იყოს მოყავისფრო, მუქი ქიშმიში - შავი, ლურჯი ელფერით, ლეღვი - ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი. 



გაზით გალამაზებული
თუ ჩირი ბზინავს, გამჭვირვალეა და თითქოს ცხიმიანი, შავქლიავი თითქოს შავ მარმარილოს ჰგავს, ქიშმიში კი ოქროსფერია, ე.ი. ჩირი სპეციალური გაზითაა დამუშავებული. ასეთი ჩირი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. არ გირჩევთ გასუფთავების მიზნით ჩირის დამდუღვრას, ვიტამინები დაეკარგება. ჩირი ცხელ წყალში გარეცხეთ. ხოლო თუ მისგან კომპოტის მოხარშვა გქონდათ გადაწყვეტილი, მეცნიერები გვაიმედებენ, რომ მოხარშვის დროს საშიში გაზი აორთქლდება. 

 

 

წყარო: http://www.mshoblebi.ge/


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია