დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა არის "ზიკა" - ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ფეხმძიმეებს ემუქრებ
2016/02/03 09:26:46

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გავრცელებულ ზიკას ვირუსს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ახალი მასშტაბური ეპიდემიის დასაწყისი. რაც ყველაზე საგანგაშოა, ვირუსს მოსდევს თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, ამიტომ ორსულები განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან. "ზიკას" ვირუსის გამო, უკვე ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენაც კი მოუწოდებენ. ჯერჯერობით აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ვირუსი აფრიკისთვის ნაცნობია, იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა. "ზიკას" ვირუსი ადამიანს კოღოს კბენის შედეგად გადაეცემა.


სულ პირველად, ზიკას ვირუსი 1947 წელს აღმოაჩინეს და დიდი ხნის განმავლობაში ის თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მისი გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები. 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შიშობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების, იმუნიტეტის, ვაქცინების, წამლებისა და ვირუსისთვის სპეციალურად შემუშავებული სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტების არარსებობის გამო. 
ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები ემთხვევა გრიპის ნიშნებს, ასევე ახლავს კანის ქავილი, კონიუნქტივიტი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, გამონაყარი.


თუმცა დიდი იმედი გვაქვს, სანამ ეს ვირუსი კიდევ ბევრ ადამიანს დააზარალებს და სანამ ის ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრება საფრთხით, მედიკოსები შეძლებენ შესაბამისი ვაქცინის მიგნებას და საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანენ. ადამიანებს კი მოუწოდებენ, მოერიდონ აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობისგან - ბრაზილია, კარიბის ზღვის ქვეყნები და ა.შ. და მოერიდონ კოღოების ნაკბენებს.

 

წყარო: http://www.mshoblebi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16410
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია