დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
14 მილიონიანი პროექტი საქართველოს მასწავლებლებისთვის იანვარში დაიწყო
2016/02/02 16:51:40

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს  „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

 

პროექტის მიზანია: 1) 7-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური, გეოგრაფია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 2) სკოლის მართვის გაუმჯობესება.

 

გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი ზემოთ ხსენებულ საგნებში, ასევემომზადდებიან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორები (დაახლოებით 2,100 ფასილიტატორი საქართველოს მასშტაბით). პროექტის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

 

კომპაქტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 14 მილიონი აშშ დოლარია.

 

პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დამთავრდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია