საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მშენებარე კორპუსზე ადამიანის დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმაურება
2016/02/02 14:45:16

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი.

 

მსგავსი შემთხვევა მოხდა გუშინ ქავთარაძის ქუჩაზე. მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.  მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია.

 

„სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ. აქვე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია გასულ წლებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული და დაღუპული მუშაკების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგების თაობაზე, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალური შედეგებისაკენ არ არის მიმართული.“– აცხადებს სახალხო დამცველი. 

 

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია