საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერია კონკურსში მონაწილე ყველა ბიზნესკომპანიის პრიზებით დაჯილდოებას აპირებს
2016/02/02 13:02:39
ქუთაისში რეგისტრირებული ბიზნესკომპანიების სტიმულირებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „წლის ბიზნესი 2015“.

კონკურსი ჩატარდება 2015 წლის საფინანსო შედეგების მიხედვით, 12 ნომინაციაში.


გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 ნომინაციაში: „წლის ქველმოქმედი“, „წლის ექსპორტიორი“, „წლის დამსაქმებელი“, „წლის კომპანია“, „მუნიციპალიტეტის პარტნიორი“, „წლის ახალი მეწარმე“. „ზდტს ბიზნესინვესტორი“, „წლის ბიზნესსტარტაპი“, „წლის მზარდი ბიზნესი“, „წლის სამრეწველო ბრენდი“. „წლის ტურისტული ბიზნესი“, „ქუთაისის მერიის სპეციალური პრიზი“.  

 

პრიზები გადაეცემა არა მარტო გამარჯვებულ, არამედ კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას.


საკონკურსო პირობები გამოქვეყნებულია საიტზე: www.Kutaisi.gov.ge.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი მიიღება 8 თებერვლის 18 საათამდე მიიღება ქალაქის თვითმმართველობის შენობაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია