დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფილმის ჩვენება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
2016/02/02 11:56:19

2016 წლის 28 იანვარს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას ოჯახში ძალადობის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და მისი პრევენციის საკითხების შესახებ. ნაჩვენები იქნა ზურაბ ინაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გადმოცემულია ქალთა უფლებების უხეში დარღვევის, ოჯახში ძალადობის ფაქტები და მასთან დაკავშირებული თანმდევი პრობლემები.

 

ფილმის ჩვენება/განხილვა ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია