დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მოიპოვა ყვითელი მიკროავტობუსების “თანამგზავრმა” ლიცენზია?
2016/02/01 15:48:44

რადიო "თანამგზავრი” საზოგადოების ყურადღების ცენტში მას შემდეგ მოექცა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიო ტალღა იმაუწყებლებდა. შპს თბილისის მიკროავტობუსის მმართველობაში მყოფ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყვითელ მიკროავტობუსებში "ექსკლუზიურად მხოლოდ დამკვეთის”, ანუ რადიო - "თანამგზავრის” (შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ”) პროგრამა იქნება ჩართული. კომისიისთვის წარდგენილი დაფინანსების გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე რადიოს გამართულ მუშაობას ფინანსურად შპს თბილისის მიკროავტობუსი უზრუნველყოფს. 

 

რადიო "თანამგზავრის” მფლობელი რეჟისორი გოგა ხაინდრავაა. კომპანიამ თბილისში და მის შემოგარენში FM 92,3-ზე მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან 2016 წლის 15 იანვარს მიიღო. პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მარეგულირებელშიც აღმოჩნდა, რასაც თავად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერებიც  ცხადყოფს. 

 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ თბილისში კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2015 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე კი ლიცენზიის მაძიებელთა ვინაობა გაირკვა. ესენი იყვნენ: შპს „ტვ სტილი" (100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი რადიო კომერსანტის დირექტორი გოგა სამუშია), შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ" ("თანამგზავრი”) და შპს „ახალი რადიო (50 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი "რადიო არ დაიდარდოს” წამყვანი ბეგლარ (ბეგი) ლოგუა, 50 პროცენტი - თათია გოგიბერიძე). 

 

sruli statia ixilet: http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/437

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია