დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემორანდუმი თოჯინების თეატრთან
2016/01/26 14:35:00

26 იანვარს, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მხარეების თანამშრომლობა მიზნად ისახავსტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, (პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით) დაფუძნებული ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ განხორციელდეს შშმ და სოციალურად დაუცველი პირების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, უზრუნველყოფილი იქნას მათი ჩართულობა კულტურულ პროგრამებში.


ადვოკატირების კამპანია ორგანიზებული იყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია