დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიპის პრევენციისთვის სასწავლებლებში სადეზინფექციო დისპენსერების მონტაჟი დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/28 14:18:27

გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებათა კამპანია დაიწყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის პრევენციის ერთ-ერთი კომპონენტი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო დისპენსერების მონტაჟია.

 

უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი ჩაერთო ვირუსული გრიპის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებებში. უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ შენობებში, ასევე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდა.

 

პარალელურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, გრიპის პროფილაქტიკისა და პრევენციის მიზნით, ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ. არსებული ვითარების გასაცნობად თსსუ- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესტუმრა.

 

ის სტუდენტებსა და რექტორატს შეხვდა, მადლობა გადაუხადა საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში გაწეული დახმარებისთვის, გრიპის პრევენციის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და პირადად დაათვალიერა სადეზინფექციო დისპენსერები. ნინო ბერძულმა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და მაღალი ავადობის პირობებში, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, სასწავლებლების სადეზინფექციო დისპენსერებით აღჭურვის რეკომენდაცია მისცა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია