დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჟურნალისტი ნინო ღაჭავა გაიხსენეს
2016/01/28 12:53:40

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ნინო ღაჭავა გაიხსენეს. ნინო ღაჭავას დედას თამარ ღაჭავას, რომელიც ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში უმასპინძლა, დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.


ნინო ღაჭავა 2010 წელს, 41 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან მუშაობა ტელეკომპანია "რიონში" დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანია "ივერიონის" და "იბერვიზიის" ქუთაისის ფილიალის კორესპონდენტი. წერდა რამდენიმე პერიოდულ გამოცემაში. 1999 წლის დეკემბრიდან იყო რადიო თავისუფლების ქუთაისის კორესპონდენტი და რეგულარულად მონაწილეობდა რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის „რეგიონული მაცნის“ მომზადებაში.2007 დან 2010 წლის ჩათვლით, იმერეთის რეგიონში პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი იყო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2249
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია