დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
2016/01/28 00:56:35

2016 წლის 1-5 ივლისს თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს. 


ყოველწლიური სესია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებაში 57 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, პარლამენტების სპიკერები, ვიცესპიკერები, პარლამენტების წევრები, ეუთოს გენერალური მდივანი და მოქმედი თავმჯდომარე (გერმანია და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი) მიიღებენ მონაწილეობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში პირველად ჩატარდება.

 

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და რობერტო მონტელამ განცხადებები გააკეთეს.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია