დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში სასწავლო პროცესი უკვე 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/28 00:17:52

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

 

27 იანვრის საღამოს მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებელი შეიცვალა. კერძოდ, 195 საჯარო სკოლას, სადაც დილის მონაცემებით სასწავლო  პროცესი შეჩერებული იყო, საღამოს 72 დაემატა და საბოლოო ჯამში,  საქართველოს მასშტაბით, 267-ს შეადგენს.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს როგორც დღის, ასევე შუადღის ცვლის მოსწავლეთა დასწრებაზე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბავშვთა გარკვეულ რაოდენობას მშობლები სკოლაში პრევენციის გამო არ უშვებენ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.


სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო  კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.


რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების რაოდენობა უცვლელია.


 

სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია