საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საბავშვო ბაღის ფეხმძიმე დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/18 00:16:09

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში 1, 13, 15, 17 ბაღების დირექტორები სამსახურიდან დაითხოვეს. სააგენტო "editori.ge"-ს გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული ერთ-ერთი დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ბახტაძე ავრცელებს.



 12 იანვარს სამსახურიდან გაათავისუფლეს ქუთაისის #15 ბაღის დირექტორი ნანა კაკურია, რომელიც რვა თვის ფეხმძიმე გახლდათ. ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც თავისივე განცხადებით ქალაქის მერის შოთა მურღულიას გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ამ ფაქტის შემდეგ, ნერვული დაძაბულობის გამო, ნანა კაკურიას მუცლადმყოფ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ის თბილისში გადაიყვანეს. ნანა კაკურიას მეგობრები აცხადებენ, რომ მორალურადაც და მატერიალურადაც მის გვერდით დგანან და უფალს შესთხოვენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი დაემუქროს,”- ამბობს დავით ბახტაძე. 


ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირთ. 


დიდი ალბათობით, მათ არც იმ საკანონმდებლო ნორმების შესახებ იციან რაიმე, რომელიც  უზრუნველყოფს ორსულთა უფლებების დაცვას შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისას. კერძოდ:

 

 საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის პირველი ივლისის #1876–რს დადგენილებით მოხდა “ევროპის სოციალური ქარტიის” რატიფიცირება. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, საქართველომ სავალდებულოდ აღიარა ქარტიის მუხლების/ნორმების გარკვეული ნაწილი. აღნიშნული ქარტიის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, “დასაქმებული ქალების დედობის უფლების დაცვის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ მისი ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში, ან ქალისათვის მისი გათავისუფლების შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას.” 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია