დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს: შემთხვევის ადგილს ეტყობოდა მკვლელობის დაფარვის მცდელობის კვალი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/17 21:28:29

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელძღვანელმა თეა პერტაიამ ზუგდიდის პროკურორის მკვლელობასტან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

 

" გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს დახლოებით 16:15 საათზე ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა დ მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.

 

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებული იქნა კვალის ასარევად რუსთავში გადაგდებული ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 

დადგენილი იქნა ვახტანგ ქირიას ავტომობილის ბოლო გადაადგილების მარშუტი, რომელიც მიძრაობდა თბილისის ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტლის მიმდებარე  ტერიტორიაზე.

 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილის დასადგენად, პოლიციის მიერ გადამოწმდა მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები და მოხდა მაცხოვრებელთა გამოკითხვა. 

 

16 იანვარს ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩენილი იქნა თბილისში ვაჟა -ფშაველას გამზირზე მე-7 კვარტლის 24- ე კორპუისის ერთ- ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში. 

მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები. ხოლო თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. 

 

შემთხვევის ადგლს ემჩნეობდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალი, კერძოდ, სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე.წ ტალი და ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა დანაწევრების საწყისი ეტაპებისათვის დამახასიათებელი კვალი. 

 

აქვე იყო ე.წ. ბარგალკა,რომელსაც ასევე ემჩნეოდა სავარაუდოდ ადამიანის სისხლის კვალი, და მოცულობით დიდი საგნის გადასატანად საჭირო დიდი გორგოლაჭებიანი ჩანთა", - აღნიშნა თეა პერტაიამ. 

 

პერტაიას ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტან ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული ნივთებიც შეძენილი იყო მის მიერ ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე დღით ადრე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა ეჭვი რომ გამოძიება ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდაც აციელბისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

მითითებულ პროცესში მიღებულ იქნა შეტყობინა რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად მერსედესის მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიამრთულებით, რამდენიმე წუთში ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრინიმალური პოლიციის ეკიპაჟებმა, პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტირირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ტანისამოსის ჩხრეკისას ამოღებული იქნა, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პოასპორტი, ხელთათმანები და სამი მობილური, ასევე სხვა ნივთები. გამოძიებით დგინდება, რომ კუჭავას და ქირიას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის სამასხურეობრივ მდგომარეობასთან. ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება გამოძიება“ – ნათქვამია სპეციალურ ბრიფინგზე ნათქვამ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია