დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
2016/01/14 16:30:05

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე შვეიცარიის ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაზრდაზე, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, შვეიცარიის, როგორც შუამავლის როლზე ისაუბრეს.


„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი - პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. შვეიცარიასთან დიდი მოცულობის არა, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. შვეიცარიის, როგორც შუამავლის როლი ძალიან დიდია. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმატებზე, უპირველეს ყოვლისა კი, ჟენევის ფორმატზე. აღინიშნა, რომ ამ ფორმატით მოლაპარაკებისას შვეიცარია უფრო აქტიური უნდა გახდეს. უნდა გაჩნდეს უფრო მეტი იდეები. არ უნდა იყოს შეხვედრები შეხვედრებისთვის. თითოეული რაუნდი, რომელიც ჩატარდება უნდა იყოს რაღაც ახლის მომტანი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის სახით ამ დიალოგში ჩვენ გვყავს ძალიან ხისტი პარტნიორი, მაგრამ როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, მაინც სჯობს ამ მხარესთან დიალოგი და კომუნიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს საპარლამენტო დიპლომატია. შვეიცარიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის განიხილავს ამ საკითხს მთავრობასთან და უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ საპარლამენტო დიპლომატიისა და განზომილების რა ფორმატი გვექნება, როგორ, ვისთან, სად შეიძლება მოხდეს ამგვარი შეხვედრების ციკლი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თედო ჯაფარიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია