საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დასაქმების ახალი შესაძლებლობა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/12 10:50:25

სოფო ჭელიძე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის   სამსახურის მაძიებელთა ბაზაში  რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა. ახალი პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში, (პროექტს აფინანსებს ევროკავშირი)   სოფოსთვის ინდივიდუალური დასაქმების გეგმა შეიქმნა.

 

დასაქმების კონუსლტანტებმა მისი უნარების შეფასების შემდგომ  დაიწყეს მისთვის სამსახურის მოძიება.  ბენეფიციარის შეფასებისასა აღმოჩნდა, რომ სოფოს ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდა.  შესაბამისად პროფესიული გადამზადება მისი დასაქმების  ინდივიდუალური გეგმის მთავარი მიმართულება გახდა.


სოფო ონიანი, (ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატირება და ლობირება’’ დასაქმების კონსულტანტი): ,,ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს ბენეფიცაირთა საჭიროებების შესაბამისად დამატებითი რესურსების მობილიზებას, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გათავსიებული, რომ პროფესიული განათლება შშმ პირებისათვის ერთ–ერთი მთავარი პრობლემაცაა და შესაბამისად,  პროფესიული გადამზადება ზრდის შშმ პირთა დასაქმების შანსს. ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენს ორგანიზაციას კარგი პარტნიორული ურთიერთობები აქვს პროფესიულ სასაწავლებლებთან და ჩვენ ყოვეთვის ვახდენთ ჩვენი ბენეფიცაირების რეფერირებას პროფესიული სასწავლებლებში მათთვის სასაურველ კურსებზე. ამის გარდა როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ვეძებთ დამატებით რესურსებს.’’


პროექტის  ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ითანამშრომლა ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ადამიანი გაჭირვებაში’’, რომელმაც   5 შშმ პირისათვის პროფესიული გადამზადების  კურსი დააფინანსა. მათ შორის ერთ–ერთი სოფო ჭელიძეცაა. რომელის სილამაზის ცენტრ ,,საკურაში’’  მანუკურისა და პედიკურის შემსწავლელ კურსს გადის.


,,სწავლების პროცესში მივხვდი, რომ მე ჩემი საქმე ვიპოვე, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ამ პროფესიით. აშკარაა, კურსის დასრულების შემდგომ,  ჩემი დასაქმების შანსები ერთი ორად გაიზარდება. ‘’ –ამბობს სოფო.


სოფოს ინდივიდუალური დასაქმების გეგმაში ახალი მიმართულება გაჩნდა – ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  დასაქმების კონსულტანტები სამუშაო ადგილს სოფოსთვის უკვე ამ მიმართულებით ეძებენ.



 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2831
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია