დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პროექტის პრეზენტაცია
2015/11/05 13:32:01

2015 წლის 5 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის №1114 აუდიტორიაში გაიმართა ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, – სტეფან სტორკი –ევროკავშირის საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილე, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიცაირები. სულ 80 პირი. 

 


ღონისძიებაზე წარდგენილი პროექტები გახლდათ: ,,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ და ,,საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლების განვითარება’’. პროექტებს ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში’’. 


შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ 24 თვიანი პროექტია, პროექტის მიზანია, მდგრადი ინკლუზიური, სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლებიდან დასაქმებაზე ეფექტურად გადასვლის შესაძლებლობების შექმნით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის არაფორმალური და ფორმალური განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების წახალისებით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან პროფესიული გადამზადების პროგრამების თანხვედრას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შშმ პირებთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის შემცირებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია