დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ფაჩულია:" ვამაყობ,რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/08 12:59:50

ამ დღეებში მთელი საქართველო ზაზა ფაჩულიას ირგვლივ გაერთიანდა და შედეგიც სასიხარულოა. უკვე ცნობილია NBA All Stars-ის შუალედური შედეგები, სადაც ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა.

 

იმისთვის, რომ ზაზამ All Stars-ის თამაშებზე ითამაშოს, მინიმუმ ხუთეულში უნდა მოხვდეს.სწორედ ამიტომ ონლაინმხარდაჭერა აქტიურად გრძელდება.

 

თავად ზაზა ფაჩულიამ კი თავისი მადლიერება საშობაო მილოცვაში გამოხატა, რომელიც სოციალ ქსელში გაავრცელა:

"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! 
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია." 

 

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ოფიციალურ საიტზე გულშემატკივარს შეუძლია, აარჩიოს 5 გამორჩეული მოთამაშე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია