დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა იმალება „კომერციული საიდუმლოების“ უკან
2009/09/21 13:02:36

ბოლო ათე­­ლი წე­ლია, სახელ­მწი­ფომ ქო­ნების პრი­ვა­ტი­ზება და­იწყო. პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის ნუსხაში, მცი­რე ობიექ­ტების პა­რა­ლე­ლუ­რად, „ჭი­­თურ­მან­გა­ნუ­მი“ და ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობთა ქარხანაც აღ­მოჩ­ნდა. სახელ­მწი­ფო ქო­ნების პრი­ვა­ტი­ზება, ექ­სპერ­ტების აზ­რით, ქმნის შე­საძ­ლებლობებს, მაგ­რამ არ ქმნის გა­რან­ტიებს ეკო­ნო­მი­კურ და გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებში.

 

მა­თი აზ­რით, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სარ­გებელი წამ­გებია­ნი ობიექ­ტის სახელ­მწი­ფო ხარჯების შემ­ცი­რება და ფი­ნან­სუ­რი ეფექ­ტუ­რობის ზრდაა. პა­რა­ლე­ლუ­რად კი პრი­ვა­ტი­ზებას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ფაქ­ტო­რიც გან­საზ­ღვრავს, რაც ეფექ­ტუ­რი და სუფ­თა ტექ­ნო­ლო­გიების და­ნერ­გვით გა­მოიხატება. „გა­რე­მოს დაც­ვის შე­სახებ“ კა­ნონ­ში წე­რია, რომ „პრი­ვა­ტი­ზებული სა­მე­ურ­ნეო ობიექ­ტის მე­სა­კუთ­რე არ თა­ვი­სუფ­ლდება გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ვალ­დებულების შეს­რუ­ლებისა­გან, რო­მე­ლიც და­კის­რებული ჰქონ­და ობიექ­ტის ყოფილ მე­სა­კუთ­რეს.“ გარ­და ამი­სა, კა­ნონ­ში წე­რია: „პრი­ვა­ტი­ზებულ სა­მე­ურ­ნეო ობიექ­ტზე არ­სებული ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რეობის შე­ფა­სების, საქ­მი­ა­ნობის ეკო­ლო­გი­უ­რი რის­კის დად­გე­ნის, ჩა­სა­ტა­რებელი გამ­წმენ­დაღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ოების ღი­რებულების დად­გე­ნის მიზ­ნით შე­იძ­ლება ჩა­ტარ­დეს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აუ­დი­ტი სა­მი­ნის­ტროს გა­დაწყვე­ტი­ლების სა­ფუძ­ველ­ზე.“

მიუხედა­ვად კა­ნონ­ში მკაც­რად გა­წე­რი­ლი ვალ­დებულებებისა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრი­ვა­ტი­ზების დროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხების გათ­ვა­ლის­წი­ნებისას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბარი­ე­რები იქ­მნება. ამ პრობლე­მას უწყებათა­შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის უქონ­ლობა ქმნის, რომ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც კა­ნო­ნი არ ითხოვს პრი­ვა­ტი­ზების პრო­ცეს­ში გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლეობას.

„მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას“ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი იმე­რეთ­ში 2005-2006 წლებში თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გაყიდულ სამ ობიექ­ტზე. პრი­ვა­ტი­ზების დე­ტა­ლებზე „მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ნო გუჯარა­­ძე გვე­საუბრება.

- ქალბატო­ნო ნი­ნო, რა მდგო­მა­რეობაა დღეს შპს „ვარ­ციხჰეს­თან“ და­კავ­ში­რებით? რამ­დე­ნა­დაც ცნობილია, თქვე­ნი სარ­ჩე­ლი არ დაკ­მაყოფი­ლებულა. 

- შპს „ვარ­ციხე 2005“-ის სახელ­მწი­ფო სა­კუთ­რებაში 100% წი­ლის ნასყიდობის თაობაზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს „GყMყ Gუწკპშფტ Mფტპფტუ­თუ ,წდვშტპ Lშქშე­უვ“-ს შო­რის გა­ფორ­მებული ხელ­შეკ­რუ­ლება თბილი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებით, წარ­მო­ად­გენს კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლოებას. ვარ­ციხჰეს­თან და­კავ­ში­რებით მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ სარ­ჩე­ლი 2008 წელს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ნიხილა საქ­მე და მა­შინ გა­მო­ი­ტა­ნა გა­დაწყვე­ტი­ლება, რომ ხელ­შეკ­რუ­ლება, რო­მე­ლიც გა­ფორ­მებული იყო, არ შე­იძ­ლებოდა ყოფი­ლი-ყო კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოება. სა­სა­მარ­თლომ გა­დაწყვი­ტა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი შე­ი­ცავ­და გა­რე­მოს დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას და, შე­საბამი­სად, დო­კუ­მენ­ტი საჯარო უნ­და ყოფი­ლიყო. იმის გა­მო, რომ საქ­მის განხილ­ვი­სას პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვები იყო დაშ­ვებული, რაც გა­მოიხატებოდა იმა­ში, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო არ გახლდათ სა­თა­ნა­დოდ (ოფი­ცი­ა­ლუ­რად) მოწ­ვე­უ­ლი საბოლოო სხდო­მა­ზე, სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­სა­ჩივ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ეს  დარ­ღვე­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნია და სა­ქა­ლა­ქო­ში დააბრუ­ნა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მე­ო­რეჯერ გა­ნიხილა სარ­ჩე­ლი, სა­დაც სა­მი მო­სა­მარ­თლე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­დაწყვი­ტეს, რომ არ ეთანხმებოდ­ნენ იმ მო­სა­მარ­თლის გა­დაწყვე­ტი­ლებას, ვინც ჩათ­ვა­ლა, რომ დო­კუ­მენ­ტში არის ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ი­დუმ­ლოების მა­ტა­რებელი  ინ­ფორ­მა­ცია და არ შე­ი­ცავს გა­რე­მოს დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დო­კუ­მენ­ტი უნ­და დარ­ჩეს კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლოებად. ამჯერად ჩვენ ვა­პი­რებთ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, რო­მე­ლიც გა­დაწყვეტს, თუ რო­მე­ლი მო­სა­მარ­თლის გა­დაწყვე­ტი­ლება იყო  სწო­რი.

- რაც შეეხება „ჭი­­თურ­მან­გა­ნუმს“, ვინ ჩა­­ტა­რა ამ ობიექ­ტის პრი­ვა­ტი­ზება?

- პა­რა­დოქ­სი­ა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ ვინ გა­ასხვი­სა „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მი“. ამას­თან და­კავ­ში­რებით ჩვენ სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თეთ, სა­დაც ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი არ დაკ­მაყოფილ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რებით  შე­მიძ­ლია ვთქვა, ის არის, რომ რეაბილი­ტა­ცია დღე­საც არ მიმ­დი­ნა­რეობს. ასე­ვე არ ვი­ცით, რა ვალ­დებულებები აქვს მფლობელს. ერ­თა­დერ­თი ვალ­დებულება იყო, რომ ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში სა­წარ­მოს უნ­და შე­ე­ნარ­ჩუ­ნებინა პრო­ფი­ლი. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ინ­ვეს­ტორს უნ­და ჩა­ე­ტა­რებინა სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები, სხვა ვალ­დებულება მას არ და­ა­კის­რეს. „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მი“ და­ტო­ვეს იმ მდგო­მა­რეობაში, რო­მე­ლიც რო­გორც გა­რე­მოს­თვის, ასე­ვე ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის­თვის არის ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის მა­ტა­რებელი. „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუმ­თან“ და­კავ­ში­რებით არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობლე­მა: ლი­ცენ­ზი­ის გაყიდ­ვის ორი თვის თავ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ გაყიდუ­ლია ძა­ლი­ან დი­დი მი­წის მა­სი­ვი, სა­დაც მოქ­ცე­უ­ლია და­სახლებული სოფ­ლები. ფაქ­ტი­ა, რომ რუ­კა აი­ღეს და შე­მოხაზეს კონ­ტუ­რით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლა­ქი ჭი­ა­თუ­რა და ახლო სოფ­ლები ლი­ცენ­ზი­ან­ტის ხელ­ში იყო, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჭი­ა­თუ­რის თვით­მმარ­თვე­ლობას რა­ი­მე სახის ქმე­დება დას­ჭირ­დება, უნ­და შე­უ­თანხმდეს ლი­ცენ­ზი­ის მფლობელს. ამ პრობლე­მის წი­ნა­შე ად­გი­ლობრი­ვი გამ­გებელი დად­გა და, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამ სა­კითხით გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნისტრს მი­მარ­თა. სა­მი­ნის­ტრომ გა­დაწყვი­ტა, რომ ეს სა­კითხი ლი­ცენ­ზი­ან­ტი­სა და ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის მო­რი­გებით და­ამ­თავ­როს.

- რა მდგო­მა­რეობაშია ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობთა ქარხანა?

- რაც შეეხება ზეს­ტა­ფო­ნის „ფე­როს“ პრი­ვა­ტი­ზებას, ეს საკ­მა­ოდ ძვე­ლი თე­მაა. „ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო“ ამ პრი­ვა­ტი­ზა­ციებთან და­კავ­ში­რებულია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ერ­თი მფლობელი ჰყავს. შარ­შან გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რა გა­რე­მოს დაბინ­ძუ­რებას­თან და­კავ­ში­რებით, თუმ­ცა ამას არ მოჰყოლია გა­და­ი­ა­რა­ღება  და რეაბილი­ტა­ცი­ა, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ფე­რო ცნობილი იყო, რო­გორც გა­რე­მოს ერთ-ერ­თი უმსხვი­ლე­სი და­მაბინ­ძუ­რებელი. თუმ­ცა გა­ფორ­მდა მე­მო­რან­დუ­მები, რო­მელ­თაც პომ­პე­ზუ­რად მო­ა­წე­რეს ხელი. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გვითხრა, რომ ამ მე­მო­რან­დუმს არ ჰქონ­და იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლა და, შე­საბამი­სად, სა­მი­ნის­ტრო ვერ აწარ­მოებდა მო­ნი­ტო­რინგს. შე­დე­გი იყო ის, რომ უბრა­ლოდ, სა­ზო­გა­დოებას აჩ­ვე­ნეს, რომ მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ე­წე­რა, რად­გან ეს დო­კუ­მენ­ტები არა­ვი­თა­რი ძა­ლის მა­ტა­რებელი არ აღ­მოჩ­ნდა. სამ­წუხარო­ა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ რე­ა­ლუ­რად ინ­ვეს­ტორს არ აქვს იმის ვალ­დებულება, რა­მე გა­ა­უმჯობესოს.

- რამ­დე­ნა­დაც ცნობილია, სა­მი­ვე ობიექტს ერ­თი მფლობელი ჰყავს...

- ამ სა­მი ობიექ­ტის ერ­თდრო­უ­ლად გაყიდ­ვა ლო­გი­კუ­რი იყო, იმი­ტომ რომ თა­ვის დრო­ზე, რო­ცა ეს ობიექ­ტები შენ­დებოდა, ეს იყო ერ­თი­ა­ნი კომ­პლექ­სი, ანუ „ფე­რო“ ამუ­შა­ვებს ნედ­ლე­ულს, რომ­ლის მო­პო­ვება ჭი­ა­თუ­რა­ში ხდება, ხოლო „ვარ­ციხჰესი“ აწ­ვდის ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას. მაგ­რამ დღეს არა­ვინ ინ­ტე­რეს­დება იმით, თუ რა ზი­ანს აყენებს გა­რე­მოს ფე­რო­შე­ნად­ნობი ქარხანა, რა პი­რობები აქვს ინ­ვეს­ტორს ჩა­დებული სა­მი­ვე ობიექ­ტის შე­ძე­ნის დროს და რამ­დე­ნად ას­რუ­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლებით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ ვალ­დებულებებს სა­მი­ვე ობიექ­ტზე. ფაქ­ტი­ა, რომ ჩვენ არ ვი­ცით, რა უნ­და მოვთხოვოთ ინ­ვეს­ტორს, და სა­ინ­ტე­რე­სოა, არის თუ არა გათ­ვა­ლის­წი­ნებული გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების რა­ი­მე ფაქ­ტო­რები. სახელ­მწი­ფო ამ დო­კუ­მენ­ტებს კო­მერ­ცი­ულ სა­ი­დუმ­ლოებებად თვლის, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ნების­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლება, იცო­დეს, რა გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია